ვალდანო:„ლა ლიგაში „ელ კლასიკო“ ვერაფერს განსაზღვრავს“
ხორხე ვალდანოს აზრით, ლა ლიგაში „ელ კლასიკო“ ვერაფერს განსაზღვრავს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩავის გუნდს მოტივაცია აუმაღლდა, თუმცა „ელ კლასიკო“ ვერაფერს განსაზღრავს. „ბარსელონას“ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მადრიდის „რეალის“ ქულათა რაოდენობა საკმარისზე მეტი იქნება.“
„დარწმუნებული ვარ, „რეალი“ მომდევნო ტურებში დამაჯერებელი იქნება და უშუალო მოწინააღმდეგეს შანსს არ დაუტოვებს. კატალონიელებს არასტაბილურობა ახასიათებთ და ისინი ქულებს კიდევ დაკარგავენ.“
„ჟირონა“? ჩემი აზრით, ამ გუნდისთვის მესამე ადგილი დიდი მიღწევა იქნება, თუმცა მათ მომდევნო 9 ტურის განმავლობაში „ატლეტიკოსთან“ დიდი ბრძოლა მოუწევთ.“
- 19 მარტი 2024
- 894
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.