„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც ვინისიუს ჟუნიორის მიმართ რასიზმისა და შეურაცმყოფელი შეძახილებისთვის „ელ სადარის“ სახელობის სტადიონი შეირჩა, მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ „ბლანკოსმა“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში საჩივარი შეიტანა „ოსასუნა“-„რეალის“ მატჩის არბიტრის, მუნუერას წინააღმდეგ, რომელმაც აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ მიაქცია ფაქტებს, რომელიც პამპლონაში განვითარდა და რომელზეც სამეფო კლუბის ფეხბურთელები აქტიურად მიუთითებდნენ.
გარდა ამისა, მადრიდულმა გუნდმა ასევე შეიტანა საჩივარი ფედერაციულ ორგანოში ზემოაღნიშნულ შეურაცხყოფასა და დამამცირებელ შეძახილებთან დაკავშირებით და გადაუგზავნა ის სახელმწიფო კომისიას ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიისა და სპორტში შეუწყნარებლობის წინააღმდეგ. მათ, ვინც წარმოთქვა და ეს საშინელი სიტყვები იდენტიფიცირებულებინ არიან და აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
სამეფო კლუბი კიდევ ერთხელ გმობს რასიზმის, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ამ ძალადობრივ თავდასხმებს და მოითხოვს საჭირო ზომების მიღებას ერთხელ და სამუდამოდ იმ ძალადობის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ჩვენი ფეხბურთელი ვინისიუსო განიცდის.
- 19 მარტი 2024
- 3 721
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.