„რეალმა“ „ოსასუნასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და დასკვნითი ვარჯიში გამართეს...
გუნდმა „ოსასუნასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულა. სამწვრთნელო შტაბის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ტაქტიკურ მონახაზებზე, კარში დარტყმებზე, სტანდარტულებზე, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა ფიზიკურ კონდიციებზე.
მილიტაო და კურტუა გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, თუმცა სრულ დატვირთვას ჯერ ვერ იღებენ, ხოლო ალაბას აღდგენითი პროცესი წარმატებით გრძელდება.
შეგახსენებთ, ანჩელოტის გუნდს „ელ სადარს“ ხვალ, 16 მარტს, 19:15 საათზე ესტუმრება.
- 15 მარტი 2024
- 501
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.