„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ სახელმწიფოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელიც ეხება სიძულივილისა და დისკრიმინაციის დანაშაულის ნიშნებს ჩვენი ფეხბურთელის, ვინისიუს ჟუნიორის მიმართ. აღნიშნული ფაქტები ხდებოდა ,,ბარსელონას“ სტადიონის, ასევე მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩების ჩატარების დროს.
„რეალი“ პროკურატურას სთხოვს, მოიპოვოს ვიდეო ჩანაწერები, რათა დადგინდეს იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც ამ ქმედებას ჩადიოდნენ.
„რეალის“ გმობს რასიზმს, მოძალადეობრივ თავდასხმებს, რომელიც სამწუხაროდ ბრაზილიელი ფეხბურთელის მისამართით ხშირად ხორციელდება. კლუბი აგრძელებს მუშაობას ფეხბურთის და ზოგადად სპორტული ღირებულებების დასაცავად და მტკიცედ დარჩება ამ ბრძოლაში.
- 15 მარტი 2024
- 2 914
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.