ლუკას ვასკესს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან
მიუხედავად იმისა, რომ ესპანური გამოცემები მადრიდის „რეალისა“ და ლუკას ვასკესის თანამშრომლობის გახანგრძლივებაში დარწმუნებულები არიან, დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა...
საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბს ესპანელი ფეხბურთელის დამატება სურს და მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
რამდენიმე დღის წინ, „მარკა“ იუწყებოდა, რომ ვასკესმა „მერენგების“ ხელმძღვანელობას ახალ, 1 წლიან კონტრაქტზე თანხმობა განუცხადა, თუმცა ახლა შეთავაზება მიმზიდველია.
საუდის არაბეთის მხარე ლუკასს ხელფასის სახით 10 მილიონზე მეტს სთავაზობს, რაც ფეხბურთელის ამჟამინდელ შემოსავალს გაცილებით აღემატება.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ესპანელი ფეხბურთელი ბერნაბეუზე 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.
- 13 მარტი 2024
- 692
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.