„რეალმა“ „ოსასუნასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბი ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის ემზადება. ერთდღიანი შესვენების შემდეგ კოლექტივი საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და კვირის პირველი ვარჯიში გამართა.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, ტაქტიკურ მონახაზებს და პრესინგს.
ედერ მილიტაომ და ტიბო კურტუამ ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარეს, ნაწილი კი ინდივიდუალურად.
დავიდ ალაბას აღდგენითი პროცესი საკმაოდ კარგ ტემპში მიმდინარეობს.
სამეფო კლუბს „ელ სადარზე“ ვიზიტამდე სრული 4 ვარჯიშის ჩატარება შეუძლია.
- 12 მარტი 2024
- 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.