„პსჟ“ 430 მილიონს „რეალის“ და „ბარსას“ ვარსკვლავებში იხდის
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს ზაფხულში ძალიან ამბიციური გეგმები აქვს...
არსებული ცნობით, კილიან მბაპეს დანაკლისის აღმოფხვრა ნასერს მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ ახალგაზრდა შემტევით სურს.
არსებული ცნობით, „პსჟ“ მადრიდის „რეალს“ 230 მილიონს შესთავაზებს ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ, ხოლო 200 მილიონს „ბარსელონას“ იამალის სანაცვლოდ.
თუ ლამინი საფრანგეთში გადავა, ის ყველა რეკორდს დაამყარებს, ვინაიდან მის ასაკში მსგავს ფასად არასდროს არავინ გაყიდულა.
„ბარსელონასთან“ დაკავშირებით სიახლე არ ვრცელდება, თუმცა კლუბის ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით 200 მილიონი მიმზიდველი უნდა იყოს.
რაც შეეხება ვინისიუსს, ფლორენტინო პერესი ბრაზილიელის გაშვებას არ აპირებს, თუმცა თანხა მის შემთხვევაშიც ძალიან მიმზიდველია.
- 12 მარტი 2024
- 5 571
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.