არდა გიულერი:„მჯერა, რომ სიტუაცია შეიცვლება და მეტს ვითამაშებ“
არდა გიულერმა „სელტასთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ მადრიდის „რეალის“ რიგებში კიდევ ბევრი გოლის გატანას შევძლებ.“
„ამ სეზონში რთული მომენტები მაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, სეზონის ბოლოს ჩემი სათამაშო წუთები გაცილებით გაზრდილი იქნება.“
„ეს გოლი დამეხმარება და მენტალურად დამაძლევინებს სირთულეებს, რომელიც არსებობს. თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.“
„მაქვს ხარისხი და ხასიათი იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში არსებული სტანდარტები დავაკმაყოფილო.“
- 11 მარტი 2024
- 825
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.