ლუკა მოდრიჩის 350-ე მატჩი ლა ლიგაში!
ლუკა მოდრიჩისთვის „სელტასთან“ დაპირისპირება საიუბილეო გამოდგა.
ხორვატმა ლეგენდამ მხოლოდ ლა ლიგაში „რეალში“ 350-ე დაპირისპირება გამართა, საიდანაც 236 მოგება, 62 ფრე და 52 წაგება დააფიქსირა.
ლუკიტას დებიუტი ლა ლიგაში 2012 წელს, „გრანადას“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში შედგა, მას შემდეგ მის ანგარიშზე ესპანეთის შიდა ჩემპიონატში 28 გატანილი გოლია.
გუნდი, რომლის წინააღმდეგაც მოდრიჩს ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული „ატლეტიკოა“, ის დერბიში 23-ჯერ გამოჩნდა მოედანზე.
ერთ სეზონში ჩატარებული მატჩების მხრივ მოდრიჩმა საუკეთესო შედეგი 2020/21 წლებში დააფიქსირა, როდესაც შესაძლო 38-იდან 35-ჯერ გამოჩნდა მოედანზე.
„სელტასთან“ მატჩის შემდეგ ფლორენტინო პერესმა ლეგენდას სამახსოვრო მაისური აჩუქა.
- 11 მარტი 2024
- 293
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.