ვინისიუსი:„საუკეთესო ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო“
ვინისიუს ჟუნიორმა „სელტასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გულშემატკივრების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც სანტიაგო ბერნაბეუზე ვთამაშობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები და მოტივირებულები ვხდებით, როდესაც ქომაგებისგან მხარდაჭერა იგრძნობა.“
„პოზიციას ხშირად ვიცვლი, ეს ანჩელოტის დავალებაა, ის ხშირად მეუბნება, რომ არაპროგნოზირებადი ვიყავი. ვცდილობ, ფლანგიდან სიტუაცია გავამწვავო, ვცდილობ, ცენტრში შევიდა და მეტოქის საჯარიმოში ვირბინო.“
„იმედი მაქვს, ტრავმას აღარ მივიღებ და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე მოწოდების სიმაღლეზე ვიდგები. ვთვლი, რომ ახლა ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფები.“
„„რეალის“ გულშემატკივრები იმსახურებენ ჩვენი გუნდის წარმატებას და ამისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“
„მინგესას ხელი ვკარი, რადგან მისი საქციელი აღმაშფოთებელი იყო, ამის ფონზე კი ამბობდა, რომ ჯარიმა არ დანიშნულიყო.“
- 11 მარტი 2024
- 2 225
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.