ლუნინმა აზრი შეიცვალა

მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი ლუნინი ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება, უკრაინელი წასვლას მაინც ფიქრობდა, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა და პირობებიც გააცნო. ანდრეი მუდმივად სასტარტოს მოთამაშედ მომდევნო სეზონში აღარ განიხილება, თუმცა ის ხშირად მიიღებს შანსს როგორც სამეფო თასზე, ასევე ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზეც.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანდრეი დამატებით ჩემპიონატებზეც მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება საკლუბო მუნდიალი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი თუ სხვა.

თუ უკრაინელი „რეალში“ დარჩება, სეზონში ყველა ტურნირზე მინიმუმ 20 დაპირისპირებას ჩაატარებს, რაც ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ტიბო კურტუას, დაბრუნების შემდეგ ის კვლავ N1 მეკარედ განიხილება, მადრიდში მიაჩნიათ, რომ ბელგიელი საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.


1

10 მარტი 2024 12:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გაყარეთ ეგენი და მომიყვანეთ მამარდა !!!

2

10 მარტი 2024 13:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 467
არ ვიცი ეს მეკარეეების როტაციების მაინც არ მჯერა.

3

10 მარტი 2024 13:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 53
ციტატა: Galaktiko
გაყარეთ ეგენი და მომიყვანეთ მამარდა !!!

მამარდას ჯერ ბევრი აკლია თუნდაც ლუნინამდე კურტუას რომ თავი გავანებოთ.პრესინგზე ძალიან იბნევა და ფეხითაც ვერ თამაშობს კარგად

4

10 მარტი 2024 14:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ფეხით თამაში შეიძლება უჭირს გიორგის, მაგრამ ახლა ლუნინს არ ჯობიაო ნუ იტყვით. ლუნინის ფასს სეივს გიო თითქმის ყველა თამაში აკეთებს რაც არ იცის იმას კიდე კაი გუნდში უკეთ ასწავლიან

5

10 მარტი 2024 23:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 420
ლუნინი შეეგუა ბედს,ან და სად უნდა წასულიყო?კიევის დინამოში????

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (253)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)