რობინიო:"მე-განსაკუთრებული ფეხბურთელი ვარ"
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელის ტრანსფერი "რეალიდან" "სიტიში" ბრიტანულ ფეხბურთში სარეკორდო აღმოჩნდა, "ქალაქელებმა" ბევრი დადებითი მხარე ვერ მიიღეს. საბოლოოდ-რობინიო გაიყიდა "მილანში", სადაც მისი ტანამემამულენი რონალდიონიო, პატო და ტიაგო სილვა შეეცდებიან ძველად ახალი პარტნიორის სწორ ტალღაზე დაყენებას.
"ვერც ხიუზი და ვერც მანჩინი ვერ მიგებდნენ. ისინი ყველაზე დიდ დროს სპორტულ მხარეს უთმობდნენ. მაგრამ სპორტული მხარე-ჩემთვის საკმარისი არ არის."
"მანჩესტერში" უბრალოდ არ იყო ფეხბურთელებსა და კლუბს შორის კონტაქტი. ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც ოფისში: ვარჯიში-ნახვამდის, თამაში-ნახვამდის. მაგრამ მე-ბრაზილიელი ვარ. მე კი არ შემიძლია საუკეთესო მხარეების წარმოჩენა, თუ ჩემი ცხოვრების რომელიმე მხარე არასრულფასოვანი იქნება"-ხსნის რობინიო.
"ეს იყო ჩემი პრობლემა, მე-განსაკუთრებული ფეხბურთელი ვარ და შემიძლია ბედნიერი ვიყო, საქმის კეთებისას. ასე იყო მადრიდში, მაგრამ "სიტიში"-არასოდეს. შესაძლოა, "რეალი" არ უნდა დამეტოვებინა. საერთოდ, თავიდან საუბარი მიდიოდა რომ მე "ჩელსიში" ვითამაშებდი ლუის ფელიპე სკოლარისთან. მაგრამ ბოლო მომენტში გაჩნდა წინადადება "სიტისგან", რომელიც მომეწონა. კლუბში მპირდებოდნენ, რომ რამოდენიმე წელში "იუნაიტედს" გავასწრებდით, მაგრამ დრო მიდიოდა და არაფერი იცვლებოდა"-ფეხბურთელმა კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა რატომაც არ იყო ბედნიერი ინგლისურ კლუბში.
"იჯარით სანტოსში რომ არ წავსულვიყავი, შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამომეტოვებინა. მაგრამ მე თავის გამოჩენა შევძელი, მოვიგე მორიგი ტიტული და აფრიკაში გავემგზავრე"-აგრძელებს მუნდიალზე 2 გატანილი გოლის ავტორი.
"მანჩესტერი-შესანიშნავი ადგილია ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ მუდმივი ცხოვრების მხრიდან-უვარგისი. ზამთარი, სიცივე, ბნელი ღამეები-უბრალოდ ძალიან რთული ადგილია ბრაზილიელისათვის"-დაასრულა რობინიომ, რომელიც როგორც ჩანს არც იჩენს ჯენტლმენად ყოფნის სურვილს.
ინფორმაციის წყარო: Eurosport.Ru
- 5 სექტემბერი 2010
- 2 316
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.