ივან რაკიტიჩი:„ლა ლიგას „რეალი“ მოიგებს“
ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში მადრიდის „რეალსა“ და ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა...
„ლუკა მოდრიჩი ჩემი დიდი მეგობარია, ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთი მატჩი გვითამაშია. სამწუხაროა, რომ მან „სევილიას“ გაუტანა და ქულები წაგვართვა, თუმცა რას ვიზამთ, რეალობას ვერ შევცვლით.“
„ლა ლიგას „რეალი“ მოიგებს, ამაზე კამათი არ ღირს.“
„ფლორენტინო პერესმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რამდენიმეწლიანი დომინაცია ჰქონდეს. ამ გუნდს აქვს ძალიან დიდი ბაზა და შესანიშნავი ფინანსური მენეჯმენტი. პრეზიდენტები ხანდახან ცდებიან და უშეცდომო არც ფლორენტინოა, თუმცა მისი გადაწყვეტილებები გუნდის სატრანსფერო პოლიტიკასთან, სტადიონის რეკონსტრუქციასთან, პანდემიის დროს კლუბის ბიუჯეტის განაწილებასთან და კიდევ ბევრ ასპექტთან დაკავშირებით ნამდვილად სწორი და პროფესიონალურია.“
„„რეალში“ თაობათა ცვლის პროცესი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. 2022 წელს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამას კი არავინ ელოდა.“
„ვფიქრობ, პედრი და გავი „ბარსელონას“ კროოსი და მოდრიჩი გახდებიან. მათ ჩვენი რჩევები ნამდვილად გამოადგებოდათ, ისინი მოხუცებს გვეძახდნენ, მაგრმა ფაქტია, რომ „რეალში“ გამოცდილმა ფეხბურთელებმა ახალგაზრდებს დიდი გამოცდილება გაუზიარეს.“
„მოდრიჩის თამაშის ყურებით ყველანი ვტკბებით. ვიმედოვნებ, ის მოედანზე უფრო ხშირად გამოჩნდება, რადგან ყველასგან განსხვავებული მანევრი აქვს. ჩემი თანამემამულე საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.“
„ლუკა მოდრიჩი ჩემი ოჯახის წევრია. იმედი მაქვს, ის „რეალში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩება და სრულიად ლა ლიგას ბევრ ლამაზ საღამოს აჩუქებს.“
- 9 მარტი 2024
- 1 206
- 8