ვიგოელთა მისაღებად მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადებას განაგრძობენ.
ერთობლივი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ ფეხბურთელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობის კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმებს.
ედერ მილიტაომ სესიის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, დატვირთვას იღებს ტიბო კურტუაც.
დავიდ ალაბას აღდგენითი პროცესი ჯერ-ჯერობით ბურთის გარეშე მიმდინარეობს, მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
ხვალ „მერენგები“ ფინალურ ვარჯიშს გამართავენ, ხოლო კვირას „სელტას“ უმასპინძლებენ.
- 8 მარტი 2024
- 227
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.