ვინისიუსი „პსჟ“-ში! ალ ჰელაიფი კოლოსალურ თანხას ამზადებს
RMC Sport-ის და რამდენიმე ფრანგული გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალი“ „პსჟ“-სგან კოლოსალურ შეთავაზებას მიიღებს.
ალ ჰელაიფი გაჩერებას არ აპირებს. თუ არ 2024 წელს, მაშინ 2025-ში! სწორედ ეს არის ალ ჰელაიფის გეგმა, რომელიც მზად არის, ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გაამზადოს და გადაიხადოს.
ეს არის თანხა, რომელზეც არამხოლოდ ფლორენტინო პერესი, არამედ ნებისმიერი კლუბის პრეზიდენტი დათანხმდება.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელის მოხიბვლავს. თუ ვინი პარიზში წავა, მისი ხელფასი 30-იდან 35 მილიონ ევრომდე იმერყევებს, რაც რა თქმა უნდა, გაცილებით აღემატება მადრიდულ სარგოა.
ნასერი თვლის, რომ მბაპეს წასვლა პარიზისთვის დიდი დარტყმა იქნება, ამიტომ გუნდმა აუცილებლად უნდა დაიმატოს ტოპ ვარსკვლავები.
სხვა ინფორმაციები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობების მიხედვით, 2024 და 2025 წელს ალ ჰელაიფის უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ვინი გახდება.
- 8 მარტი 2024
- 6 302
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.