ნაჩო:„„რეალი“ ჩემი ცხოვრების კლუბია“
ნაჩო ფერნანდესმა „ლაიფციგთან“ დაპირისპირების შემდეგ ფლორენტინო პერესისგან სამახსოვრო საჩუქარი მიიღო. ესპანელმა პატარა ცერემონიის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„350 მატჩი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, „რეალი“ ჩემი ცხოვრების კლუბია, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე. ვამაყობ, რომ ასეთი ციფრის დაფიქსირება შევძელი, ეს ხომ უდიდესი ისტორიაა.“
„ეს არ იყო ჩვენი სეზონის მატჩი, მაგრამ ხანდახან ჩავარდნაც ხდება ხოლმე. მთავარი ის არის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.“
„საუკეთესო დღე არ გვქონია, მაგრამ მეორე ტაიმში ბევრი რამ შევცვალეთ და თამაშის დინამიკა ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. მაქსიმუმი გავიღეთ და საბოლოო ჯამში შედეგი სახეზეა.“
„დიახ, ბოლო მატჩებში რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ფრე, მაგრამ ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ და ვაპირებთ, რომ მომდევნო მატჩებში გაცილებით პროდუქტიულები ვიყოთ.“
„სეზონის გადამწყვეტი ეტაპი წინ არის, რომელსაც მადრიდული გრანდი საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდეს. ამას ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს.“
- 7 მარტი 2024
- 888
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.