გვარდიოლა:,,1/4 ფინალში სამეფო კლუბს არ ვისურვებდი"
ხოსეპ გვარდიოლამ „კოპენჰაგენთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 1/4 ფინალში სასურველ მეტოქეებზეც ჰკითხეს.
„როგორც ჩანს, 1/4 ფინალი ძალიან რთულად გადასალახი ეტაპი იქნება. 8 საუკეთესო გუნდს შორის მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, მანჩესტერ „სიტი“ და „პსჟ“ არიან, რაც ყველაფერზე მეტყველებს, მომდევნო კვირას კი დამატებით 4 გუნდის შესახებ შევიტყობთ.“
„ფაქტია, ურთულესი მეტოქე გვეყოლება და ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, თუმცა მანჩესტერული გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვაა, სწორედ ამიტომ, გამოწვევებს სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ.“
„ყველაზე არასასურველი მეტოქე „რეალია“, თუ ანჩელოტის გუნდს შევხვდებით, ეს ყველაზე უიღბლო მომენტი იქნება. მადრიდულ გუნდთან დაპირისპირება არასდროსაა მარტივი.“
- 7 მარტი 2024
- 4 136
- 5