კროოსი:„გუნდს წინა ხაზში სერიოზული პრობლემები ჰქონდა“
ტონი კროოსმა „ლაიფციგთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ როზეს გუნდი აგრესიულ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა და დაცვაში ყურადღება გვმართებდა, თუმცა შეტევაშიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვმდგარიყავით. გუნდს წინ არაფერი გამოსდიოდა, რაც ძალიან ცუდად ისახებოდა ნახევარდაცვის თამაშზეც.“
„მთავარი ის არის, რომ 1/4 ფინალში გასვლა შევძელით, თუმცა შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ.“
„გუნდს ნამდვილად არ ჰქონია საუკეთესო საღამო. ქაოსი ნამდვილად პრობლემაა, რომელიც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება, თუმცა ბერნაბეუზე გაგვიმართლა.“
- 7 მარტი 2024
- 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.