კამავინგა:„ის „რეალში“ ჩემი საუკეთესო მეგობარია“
ედუარდო კამავინგამ „ლაიფციგთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩუამენისთან ერთად ნახევარდაცვაში თამაში ძალიან მსიამოვნებს, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ზუსტად ვიცით, რომ ბევრ დაპირისპირებას გავმართავთ ერთად. “
„ის, რაც „ვალენსიასთან“ მოხდა, ძალიან უცნაური იყო. ასეთი რამ ფეხბურთში არასდროს მინახავს.“
„ჩემპიონთა ლიგა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, „ლაიფციგის“ ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ.“
„ლა ლიგა? რა თქმა უნდა განსხვავებები არსებობს, მაგრამ ჩვენ ორივე ფრონტზე ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„კროოსი და ლუკა მოდრიჩი გუნდს მეტ დამაჯერებლობას სძენენ, მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.“
„მბაპე? ის ჩემი მეგობარია, მაგრამ საკლუბო მომავალთან დაკავშირებით არ მისაუბრია, შესაბამისად, არ ვიცი რა მოხდება მომავალ სეზონში.“
„„რეალის“ გასახდელში კილიანზე არ საუბრობენ, რადგან ის ჩვენი ფეხბურთელი არ არის.“
„„რეალი“ ახალგაზრდული გუნდია, რაც მოედანსმიღმაც ძალიან კარგად ჩანს. ფეხბურთელებს ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ.“
„თანაგუნდელებთან ერთად ხშირად ვუკრავ პიანინოზე, ვმღერი და ვერთობი. ეს ჩვენს ჯანსაღ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტ სიღრმეს აძლევს.“
„ჩუამენი დამცინოდა, როცა მარცხენა მცველად ვთამაშობდი, ახლა კი ჩემი დრო დადგა, ის ცენტრალური მცველის ფუნქციებს ირგებს (იცინის).“
„მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ ევროსარბიელზე წარმატების მისაღწევად.“
„ვინისიუს ჟუნიორი „რეალში“ ჩემი საუკეთესო მეგობარია, მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“
- 5 მარტი 2024
- 2 429
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.