L'equipe -„პსჟ“ ფიქრობს, რომ მბაპე „რეალის“ ბონუსს გუნდს გადასცემს!
ფრანგული L'equipe-ს ინფორმაციით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერიდან შემოსავალი მაინც ექნება...
სატრანსფერო ბონუსის სახით კილიანმა 100 მილიონზე მეტი უნდა მიიღოს, პარიზელთა ხელმძღვანელობა კი თვლის, რომ მბაპე ამ თანხას ლუის ენრიკეს გუნდს გაუნაწილებს. მეტიც, პარიზში თვლიან, რომ მბაპემ შესაძლოა ამ თანხაზე საერთოდ უარი თქვას და „პსჟ“-ს გადასცეს.
ესპანური გამოცემების ცნობით კი, მსგავს ფაქტს ადგილი არ ექნება და კილიანს „რეალთან“ სატრანსფერო ბონუსზე „პსჟ“-ს ინტერესების გამო არ უვაჭრია.
- 4 მარტი 2024
- 1 864
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.