„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა, „ლაიფციგისთვის“ მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს. „ვალენსიასთან“ მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ დღეს გუნდმა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იზრუნა...
თავდაპირველი გახურებისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ გუნდმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა და დიდი ყურადღება დაუთმო, როგორც ბურთის ფლობის კომპონენტს, ასევე კარში დარტყმებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და პრესინგს.
სესიის მეორე ნაწილში გუნდი ორად გაიყო და ფეხბურთი ითამაშა.
ფეხბურთელები, რომლებიც „მესტალიაზე“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დღეს ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი ყველა მითითება შეასრულეს.
ტრავმირებულები აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
- 3 მარტი 2024
- 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.