რონსერო:„„რეალმა“ სიტუაცია უაზრო შეცდომების გამო გაირთულა“
ტომას რონსერო „მესტალიაზე“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„პირველ ტაიმში „რეალის“ ფეხბურთელები მოედანზე არ იყვნენ. არ ვიცი რა მოხდა გასახდელში და რა კორექტირებები შეიტანა კარლო ანჩელოტიმ, თუმცა ფაქტია, რომ მეორე 45 წუთში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ.“
„კარვახალის უაზრო შეცდომამ, დაცვაში უზუსტობებმა, დუროს შემთხვევითმა გოლმა და ათასგვარმა წვრილმანმა „ბლანკოსის“ ამოცანა უკიდურესად გაართულა.“
„ხილ მანსანო? ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯია, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები აუცილებლად დაექვემდებარება განსჯას.“
- 3 მარტი 2024
- 981
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.