Marca - მსაჯთა კომიტეტი ხილ მანსანოს ქმედებებს შეისწავლის
„მარკას“ ინფორმაციით, ესპანეთის ლა ლიგის მსაჯთა კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობაა და ხესუს ხილ მანსანოს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
„მესტალიაზე“ განვითარებული მოვლენები დეტალურად იქნება შესწავლილი, რის შემდეგაც შესაბამისი დასკვნა გამოვა.
მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირების ანგარიში რა თქმა უნდა არ შეიცვლება, მაგრამ როგორ გაგრძელდება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი არბიტრის კარიერა და რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს მას არავინ იცის.
თავის მხრივ, „რეალი“ აქტიურად აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ ლა ლიგაში ასეთი სირცხვილი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
- 3 მარტი 2024
- 2 468
- 9