უგო დურო:„ვინისიუსმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს, მისი საქმე მსაჯთან კამათი არ არის“
უგო დურომ „რეალთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ წაგება არ დაგვიმსახურებია, ფრე კი ლოგიკური შედეგია. პირველ ტაიმში აბსოლუტურად უპირატესობას ვფლობდით, მეორე ნახევარი კი „რეალის“ სრული უპირატესობით წარიმართა.“
„ვინისიუსს დიდხანს ველაპარაკე, მან გოლების გატანაზე, დრიბლინგებსა და ეფექტურ თამაშზე უნდა იფიქროს და საკუთარი საქმე აკეთოს. მას ვუთხარი, რომ მსაჯთან ჩხუბი და კამათი ვერაფერს მისცემს, ეფექტური თამაში კი დიდ შედეგს გამოიღებს.“
„მსაჯის გადაწყვეტილებები? მატჩი დასრულდა, „რეალმა“ კი გააგრძელა და გოლი გაიტანა. რა არის აქ საკამათო? ვფიქრობ, არაფერი.“
- 3 მარტი 2024
- 3 895
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.