ვინისიუს ჟუნიორის დაუჯერებელი შედეგი - 250 მატჩი „რეალში“

23 წლის ასაკში ვინისიუს ჟუნიორს მადრიდის „რეალში“ დაუჯერებელი შედეგები აქვს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსება უკვე 250-ჯერ დაიცვა, რაც მის ასაკში ფაქტობრივად წარმოუდგენელი შედეგია.

ვინიმ 250 მატჩიდან 161-სი გამარჯვებას მიაღწია და საერთო ჯამში 74 გოლის გატანა შეძლო, მის ანგარიშზეა 10 მადრიდული ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის თასი.

ვინისიუსმა 250-იდან 168 მატჩი ლა ლიგაში გამართა, 50 ჩემპიონთა ლიგაზე, 20 სამეფო თასზე, 8 ესპანეთის სუპერთასზე, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და ერთი ევროპის სუპერთასზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ გატნაილი 74 გოლის გარდა, ვინის ანგარიშზე 71 საგოლე გადაცემაა.

„ვალენსიასთან“ დაპირისპირების შემდეგ სამხრეთ-ამერიკელმა პრეზიდენტი პერესისგან სამახსოვრო ჯილდო მიიღო.


1

3 მარტი 2024 21:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8
ერთი ფრანგი ახალგაზრდაც მალე ითამშებს 250მატჩს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (86)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)