ანჩელოტი:„საქმე გვაქვს უპრეცენდენტო ფაქტებთან“
კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველ ტაიმში გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა და სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, მაგრამ მეორე ნახევარი თავიდან ბოლომდე „რეალის“ იყო. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, ჩვენ ეს 3 ქულა ძალიან გვჭირდებოდა.“
„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რაც აქამდე ალბათ არ მომხდარა. ბურთი ჰაერში იყო და ფინალური სასტვენი გავიგეთ. არ ვიცი რა მოხდა.“
„ჩვენ ემოციებით სავსეები ვართ, მაგრამ წინ „ლაიფციგთან“ მატჩია და განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. ახლა ემოციების დაცხრობის და ყურადღების ჩემპიონთა ლიგაზე გადატანის დროა.“
„„ვალენსია“ განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გუნდმა საშინაო არენაზე სწრაფი და აგრესიული თამაში აჩვენა.“
„ვინისიუსმა 2 უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა შეძლო. სამწუხაროდ, მის მიმართ დიდი აგრესია ფიქსირდებოდა, მაგრამ მან გაუძლო. მატჩის შემდეგ ბრაზილიელს ვუთხარი, რომ მისით ვამაყობ.“
„ბელინგემი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. საინტერესოა, რას ჩაწერს მსაჯი განმარტებით ბარათში.“
„თუ მანსანოს თამაშის დასრულება სურდა, მაშინ უნდა ჩაესტვინა, როცა ბურთი „ვალენსიას“ ჰქონდა. ალბათ ხვდებით, რომ ლოგიკური მოქმედება ეს იქნებოდა.“
- 3 მარტი 2024
- 12 042
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.