მბაპეს უცნაური საქციელი
კილიან მბაპეს და „პსჟ“-ს გზები რომ იყრება ფაქტია. წინახაზელმა „მონაკოსთან“ დაპირისპირებაში შეცვლის შემდეგ არა სათადარიგო სკამზე, არამედ ტრიბუნებზე, დედასთან გადაინაცვლა.
„მონაკოსთან“ დაპირისპირების მეორე ტაიმი ლუის ენრიკემ მბაპეს აღარ დააწყებინა და მოედანზე კოლო მუანი შეუშვა.
მატჩის მეორე 45 წუთის მიმდინაროებისას არეართხელ გამოჩნდა კადრი, როდესაც კილიან ფაიზა ლამარისთან ერთად, ტრიბუნებიდან ადევნებდა მატჩს თვალს.
ფაქტია, რომ სეზონის დასრულებამდე გაცილებით ადრე, კილიანისა და პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა კიდევ უფრო არასასურველი გახდა.
- 2 მარტი 2024
- 2 841
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.