ალფონსო დეივისი „რეალში“ - „ბაიერნმა“ თანხა დაასახელა!
BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის, ალფონსო დეივისის და მადრიდის „რეალის“ შეთანხმებას ხელი არ შეუშალოს, თუმცა ფეხბურთელის ფასს ასახელებს.
თუ ფლორენტინო პერესი კანადელი განაპირა მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის, „რეკორდმაისტერი“ ფეხბურთელს დაემშვიდობება.
„ბაიერნის“ პოზიცია მარცხენა მცველთან დაკავშირებით ცალსახაა და ახლა ყველაფერი „რეალზე“ იქნება დამოკიდებული.
ფლორენტინო პერესს კანადელის დამატება 50 მილიონად სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი საკმაოდ გაიწელება და რთული იქნება, მაგრამ „ბაიერნი“ მოთამაშეს საკონტრაქტო უფლებების 100%-ს ფლობს და შეუძლია პოზიცია არ შეცვალოს.
გერმანული გამოცემები იუწყებიან, რომ მოლაპარაკებების ახალი ეტაპი მალე შედგება.
- 1 მარტი 2024
- 2 242
- 11