ჰაკიმის მდგომარეობა „რეალის“ ინტერესს იწვევს
აშრაფ ჰაკიმი „პსჟ“-ში ახალ კონტრაქტზე არ ფიქრობს. მოროკოელ ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობენ, მაგრამ ფეხბურთელი უარზეა.
როგორც ჩანს, მბაპეს დიდ მეგობარს კლუბის დატოვება სურს, „რეალი“ კი განვითარებულ მოვლენებს გამადიდებელი შუშით აკვირდება და თვლის, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია.
ის, რომ პარიზული გრანდი 2024 წელს აშრაფს არ შეელევა ფაქტია, მაგრამ თავის მხრივ, არც „რეალს“ ეჩქარება, რადგან მომდევნო სეზონში გათვლა კვლავ დანიელ კარვახალზე უნდა გაკეთდეს.
რაც იცვლება 2025 წელს? თუ პარიზული გრანდი ჰაკიმის დაყოლიებას ვერ შეძლებს, 2025-ში აუცილებლად მოუწევს მისი გაშვება, რადგან კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი იქნება დარჩენილი.
აშრაფი პატარა ბიჭი აღარ არის, თუმცა სამეფო კლუბს მასზე 5-6 წლიანი გათვლის გაკეთება თავისუფლად შეეძლება, სწორედ ამიტომ, ფეხბურთელის დაბრუნებაზე მადრიდში სერიოზულად ფიქრობენ.
- 1 მარტი 2024
- 987
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.