ანჩელოტი:„ის „რეალში“ რონალდუს ციფრებს 100% გააუმჯობესებს!

კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ძალიან მომთხოვ მატჩს ველი. ჩვენი მეტოქე კარგად ორგანიზებული და ძლიერი გუნდია, რომელსაც არაერთხელ დაუნტკიცებია, რომ გრანდებთან იდელურად თამაშობს. „მესტალიაზე“ ადგილობრივი გულშემატკივრები აქტიურობას გამოიჩენენ და ყველაფერს გააკეთებენ მათი გუნდის წარმატებისთვის.“

„ჯუდ ბელინგემი დაბრუნდა და ის 100%-ით მზად არის. სამედიცინო შტაბთან კონსულტაციები მუდმივად მაქვს.“

„დატვირთვა მიიღო ხოსელუმაც. ესპანელი ფეხბურთელის რეაბილიტაცია იმაზე ბევრად სწრაფად წარიმართა, ვიდრე გვეგონა.“

„წინა მატჩთან შედარებით ჩვენი რესურსი გაცილებით დიდია, ვინაიდან მოედანზე გასვლა შეუძლიათ კამავინგას, კარვახალს, ხოსელუს და ჯუდს.“

„„ვალენსიამ“ შარშან რასისტული ქმედებები თავად დაგმო და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ დაპირისპირებაში ბოლომდე იქნება მობილუზებული.“

„ჩვენ კარგად გვახსოვს რა მოხდა „მესტალიაზე“ შარშან, ეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ ფეხბურთს აზიანებს და იგივე ქმედებებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს.“

„ვინისიუს ჟუნიორი „მესტალიაზე“ თამაშისთვის 100%-ით მზად არის, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. ბრაზილიელ ფეხბურთელს უყვარს ფეხბურთის თამაში, მისი შედეგები „რეალში“ მართლაც საოცარია. 23 წლის ასაკში 250 დაპირისპირებას უახლოვდება, ეს არის ძალიან დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგი. სამხრეთ-ამერიკელს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.“

„ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი. ქულების რაოდენობა საკმაოდ მისაღებია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. მომავალში დაგვიბრუნდებიან ტიბო კურტუა და მილიტაო, რაც გუნდის რესურსს გაზრდის. ახლა სეზონს ვერ შევაფასებ, მაგრამ გზა, რომელიც გამოვიარეთ წარმატებული იყო.“

„იმისთვის, რომ ჩემპიონის ტიტულს მივუახლოვდეთ, უახლოეს ტურებში გვჭირდება ქულების მაქსიმალური რაოდენობა. „მესტალიაზე“ თამაში მარტივი არ იქნება, მაგრამ ამ არენაზე „რეალს“ არაერთხელ მოუგია და ასე უნდა მოხდეს შაბათსაც.“

„დაზუსტებით თქმა მაინც რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ „მალიორკასთან“ მატჩის შემდეგ „რეალის“ დახმარება კურტუას და მილიტაოს შეეძლებათ, ეს იქნება აპრილის შუა რიცხვები.“

„დეივისი „რეალში“? ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს სრულფასოვანი ფერლან მენდი და ასევე ფრან გარსია, თავს კი კარგად ვგრძნობთ.“

„არდა გიულერის თამაში ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული. ყველა ვთანხმდებით, რომ თურქს წუთები სჭირდება, მაგრამ ის ასევე უნდა შეესაბამებოდეს გუნდის ინტერესებს. ახლა გადამწყვეტ მომენტში ვართ და ექსპერიმენტებს დიდ დროს ვერ დავუთმობთ. გიულერს სჭირდება მოთმინება, ის საჭირო დროს აუცილებლად გამოჩნდება მოედანზე, არდასთან ძალიან ბევრს ვმუშაობ.“

„ვინისიუსი? ის რონალდუს ციფრებს გააუმჯობესებს. 23 წლის ასაკში ის 250 მატჩს უახლოვდება, რონალდუ კი „ბლანკოსში“ გადასვლის დროს უფროსი იყო. გოლები? პორტუგალუიელს წარმოუდგენელი შედეგი ჰქონდა, ამის თქმა რთულია, მაგრამ მატჩების რაოდენობით ვინი ახალ ისტორიას წერს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ბრაზილიელის მიმართ გუნდში დიდი ნდობაა და მასთან ერთად მრავალწლიანი პროექტი უნდა განხორციელდეს.“

„კამავინგას და ჩუამენის ერთად თამაში რა თქმა უნდა შეუძლიათ, ისინი კარგად კომბინირებენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ერთი თამაშობს, მეორე კი სკამზე ზის. თითოეულ დაპირისპირებას ინდივიდუალური სპეციფიკა გააჩნია.“

„ლუკას ვასკესი გამორჩეულ სეზონს ატარებს, ჩვენ მის მომავალზე სეზონის ბოლოს აუცილებლად ვისაუბრებთ. კმაყოფილი ვარ მიდგომით, რომელიც ესპანელ ფეხბურთელს აქვს.“

„სასტარტო შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია, ბევრი ფიქრი მომიწევს, რადგან „მესტალიაზე“ იდეალურმა თერთმეტეულმა უნდა ითამაშოს.“

„„ვალენსიას“ ქომაგებს ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მიიღონ თამაშით და არა სხვა ქმედებებით.“


1

1 მარტი 2024 17:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ვასკესი დაიკიდეთ და ვინმე
მოიყვანეთ მარჯვენა მცველი ტო. ვინის 250 მართლა სასწაულია 23 წლის ასაკში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)