ფრან გარსია გაშვების ზღვარზეა
კარლო ანჩელოტი გუნდში ფერლან მენდის დარჩენას ითხოვს. შედგება თუ არა ალფონსო დეივისის ტრანსფერი, მენდი სამეფო კლუბიდან არ უნდა წავიდეს, სწორედ ეს არის იტალიელი სპეციალისტის მიდგომა...
კარლო გაცილებით უკმაყოფილოა ფრან გარსიას თამაშით, რომელზეც დიდი გათვლა კეთდებოდა. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფრანგს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა შესაძლებლობების დასამტკიცებლად, თუმცა უმაღლეს დონეზე თამაში ვერ შეძლო.
დეივისი პირველი არჩევანი იქნება, მაგრამ ტურნირების მრავალფეროვნებიდან და მატჩების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მენდი ხშირად მიიღებს შანსს, ამიტომ იტალიელი ფერლანის დაყოლიებას ახალ კონტრაქტზე თავის თავზე იღებს.
ანჩელოტი მიიჩნევს, რომ მენდის გაშვება დიდი შეცდომა იქნება, სწორედ ამიტომ, კლუბმა ეს არ უნდა დაუშვას.
რაც შეეხება ფრანგს. განაპირა მცველის მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც იჩენდნენ, თუმცა ფეხბურთელმა ბერნაბეუზე თამაში არჩი, ახლა კი ვითარება იცვლება.
- 1 მარტი 2024
- 737
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.