„რეალმა“ „ვალენსიასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა

„მერენგებმა“ დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს, რომელიც დასკვნითი იყო. კარლო ანჩელოტიმ შეგირდებს ბოლო რჩევა-დარიგებები მისცა. „მესტალიაზე“ ვიზიტისთვის ყველაფერი მზად არის.

დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს და სტანდარტულებს.

ბაზაზე გამოცხადდა ჯუდ ბელინგემიც, რომელიც კოლექტივთან ერთად გახლდათ, მაგრამ ყველაფერი მის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული. ჯუდი შესაძლოა განაცხადში მოხვდეს, თუმცა 90 წუთიანი დატვირთვისთვის მზად არ არის.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ხოსელუმაც, თუმცა ის ბოლომდე მზად არ არის.

ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს აგრძელებენ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)