ანჩელოტი ვინისგან ვალენსიაში სიმშვიდეს მოითხოვს
ეჭვი არავის ეპარება, რომ „ვალენსიასა“ და „რეალის“ დაპირისპირებაში ვინისიუს ჟუნიორის მიმართ განსაკუთრებული აგრესია იქნება...
სწორედ ამიტომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიელი ფეხბურთელისგან განსაკუთრებულ სიმშვიდეს და თამაშზე კონცენტრაციას მოითხოვს.
შარშან განვითარებული მოვლენების ფონზე, ეჭვი არავის ეპარება, რომ ვინის პროვოკაციებს ახლაც მოუწყობენ და ქომაგები მაქსიმალურად ეცდებიან მის გაღიზიანებას.
„მესტალიაზე“ უსაფრთხოების მაღალი დონე იქნება დაფიქსირებული, თუმცა თამაშის მომენტში სიტუაციის დაძაბვას არავინ გამორიცხავს.
ანჩელოტის ვინისიუსთან პირისპირ ჰქონდა ლაპარაკი, სადაც აუხსნა, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
- 1 მარტი 2024
- 421
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.