„რეალსა“ და „მილანს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს
მადრიდის „რეალსა“ და „მილანს“ შორის არდა გიულერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს...
„როსონერი“ მზად არის, თურქი ფეხბურთელი 2 წლით სერია A-ში წაიყვანოს, მადრიდის „რეალს“ კი ეს წინადადება ხიბლავს.
2 წლის შემდეგ გუნდში არც მოდრიჩი ითამაშებს და არც კროოსი, რაც ნახევარდაცვაში ადგილებს გაათავისუფლებს, სამწვრთნელო შტაბს კი გიულერისთვის მეტი დროის მიცემა შეეძლება.
ბრაჰიმ დიასის სახით არდას კარგი მაგალითი ჰყავს, შესაბამისად, შესაძლოა მართლაც იფიქროს იტალიაში გადასვლაზე.
ამ სეზონში გიულერმა „არანდინასთან“ 59 წუთი ითამაშა, ამის გარდა რამდენჯერმე გამოჩნდა ლა ლიგის მატჩებშიც, მაგრამ „არანდინასთან“ დაფიქსირებული 59 წუთიანი შედეგი საუკეთესო იყო, შესაბამისად, მას სათამაშო დროის აშკარა ნაკლებობა აქვს.
- 1 მარტი 2024
- 1 175
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.