„ვალენსიასთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
სამეფო კლუბის ფეხბურთელები ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ...
კარლო ანჩელოტიმ დღეს კიდევ ერთი სესია ჩაატარა, სადაც დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას და ბურთთან ერთად ვარჯიშს.
ფეხბურთელებმა ივარჯიშეს პრესინგზე, სტანდარტულებსა და კარში დარტყმებზეც.
ჯუდ ბელინგემი სრულფასოვანი დატვირთვის მიღებას ჯერ-ჯერობით კვლავ ვერ ახერხებს, შესაბამისად, მისი „მესტალიაზე“ გამოსვლა კვლავ საეჭვოა.
ხვალ „მერენგები“ ფინალურ შეკრებას გამართავენ, „ვალენსიას“ კი შაბათს დაუპირისპირდებიან.
- 29 თებერვალი 2024
- 701
- 12