„მანჩესტერი“ ზიდანს „რეალის“ 2 და „ბარსას“ 1 ვარსკვლავს პირდება!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ ძალიან სერიოზული შეთავაზება აქვს...
„წითლები“ ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავენ, ახალი ხელმძღვანელობისა და წილების გადანაწილების ფარგლებში კლუბში იგეგმება ახალი მწვრთნელის დანიშვნა და სერიოზული სატრანსფერო პოლიტიკის წარმოება.
„მანჩესტერი“ დაახლოებით 10 ფეხბურთელის გაშვებას და ახალი ფეხბურთელებისთვის 500 მილიონის გამოყოფას აპირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ზიდანი „წითლებთან“ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მას ტრანსფერებზე სრული ავტონომია ექნება. გარდა ამისა, მანჩესტერული მხარე ფრანგ ლეგენდას „რეალის“ 2 და „ბარსელონას“ 1 ვარსკვლავს პირდება როდრიგო გოეშის, ფედერიკო ვალვერდესა და ფრენკი დე იონგის სახით.
იმ ფონზე, რომ „რეალში“ ვალვერდეს გაყიდვას არც კი განიხილავენ, ეს შეთანხმება წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა „წითელი ეშმაკები“ დანებებას არ გეგმავენ.
ზინედინს ინგლისის გარდა იტალიის ვარიანტიც აქვს. „იუვენტუსი“ ფრანგ ლეგენდას ახალ პროექტს სთავაზობს.
ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ზაფხულიდან ფრანგი სპეციალისტი სამწვრთნელო მუშაობას დაუბრუნდება.
- 28 თებერვალი 2024
- 2 932
- 10