რა შემთხვევაში დაბრუნდება ტაკეფუსა კუბო „რეალში“ - პოზიცია ცნობილია!
ესპანური გამოცემების ცნობით, ტაკეფუსა კუბო მადრიდის „რეალში“ შესაძლოა მართლაც დაბრუნდეს. იაპონელი ფეხბურთელი „სოსიედადში“ ბოლო სეზონს ატარებს და ეს გადაწყვეტილება მიღებულია.
„ბლანკოსმა“ არჩევანი უნდა გააკეთოს. ტაკე ან „ლივერპულში“ წავა, ან სამეფო კლუბში დაბრუნდება.
თუ მერსისაიდელები იაპონელში 60 მილიონ ევროს გადაიხდიან, „რეალი“ 30 მილიონს მიიღებს, მაგრამ „ლივერპულამდე“ პერესს უპირატესობა აქვს და ტაკეს დაბრუნება შეუძლია.
სამეფო კლუბს გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს „სოსიედადისთვის“, ვინაიდან ტაკეფუსას სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს.
არსებული ცნობით, თუ „რეალი“ როდრიგო გოეშს მანჩესტერ „იუნაიტედში“ გაუშვებს, ტაკეს დაბრუნება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან „რეალს“ წინა ხაზში აუცილებლად დასჭირდება ფეხბურთელები.
როდრიგოს სანაცვლოდ „იუნაიტედი“ 150 მილიონს იხდის, რაც თავისთავად მიმზიდველი თანხაა.
„რეალი“ ფიქრობს, რომ როდრიგოს გაშვების შემთხვევაში, წინა ხაზი 4-4-2 სქემის ფარგლებში მბაპემ, ვინისიუსმა და ბელინგემმა უნდა გააძლიერონ, წინა ხაზის დამატებითი რესურსი კი ბრაჰიმ დიასმა, ტაკეფუსამ და ხოსელუ მატომ შექმნან, რაც სრულიად საკმარისი უნდა იყოს.
- 28 თებერვალი 2024
- 1 419
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.