150 მილიონი გამზადებულია - „რეალს“ უარის თქმა გაუჭირდება!
მანჩესტერ „იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალს“ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა...
ინგლისური გუნდი მზად არის, როდრიგო გოეშის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სადაც ხელფასი გაცილებით მაღალი იქნება.
არსებული ცნობით, მადრიდის ოფისებში ამ წინადადებაზე სერიოზულად ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.
„მანჩესტერს“ ასევე აინტერესებს ფედერიკო ვალვერდეც, მაგრამ სამეფო კლუბში ურუგვაელთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვსთ, ფედე არ იყიდება და გუნდი მასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს არ განიხილავს.
„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მთელ ფოკუსს როდრიგოს ტრანსფერზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ მბაპეს გამადრიდელების შემდეგ „ბლანკოსი“ გოეშის 150 მილიონად გაშვებაზე სერიოზულად დაფიქრდება.
- 28 თებერვალი 2024
- 6 718
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.