მბაპე და „პსჟ“ - ოფიციალური განცხადების ტექსტი შეთანხმებულია!
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპე და „პსჟ“ ოფიციალური განცხადების ტექსტზე შეთანხმდნენ...
მხარეები ერთობლივად განაცხადებენ, რომ ფრანგი ფეხბურთელის კარიერა „პსჟ“-ს რიგებში სრულდება.
ამასთანავე, არსებული ინფორმაციით, „პსჟ“ მხოლოდ იმას განაცხადებს, რომ სეზონის ბოლოს კლუბსა და მბაპეს შორის კონტრაქტი სრულდება და კილიანი პარიზს ტოვებს.
განცხადებაში არ იგეგმება მადრიდის „რეალთან“ შეთანხმების აღნიშვნა.
არსებული ცნობით, მბაპესა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ოფიციალური განცხადების ტექსტი უკვე შეთანხმებულია.
- 28 თებერვალი 2024
- 1 652
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.