მბაპეს ოჯახის განცხადება - გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა!
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ მამა, ვილფრედ მბაპე ნასერ ალ ჰელაიფს პირადად დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მისი ოჯახის ირგვლივ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება...
გუშინ საღამოს არაერთმა ევროპულმა გამოცემამ დაწერა, რომ მბაპეების ოჯახმა სამეფო კლუბს კილიანის პატარა ძმის, ეთან მბაპეს შეძენეც სთხოვა და თანხმობა მიიღო, რამაც „პარისენჟერმენის“ ხელმძღვანელობა აღაშფოთა, თუმცა მბაპეს ოჯახი აცხადებს, რომ ეს არის ტყუილი.
მეტიც, ფაიზა ლამარი და ვილფრედ მბაპე ეთანთან დაკავშირებით პარიზულ გრანდთან მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტზე აწარმოებენ და თვლიან, რომ კილიანის ძმისთვის საფრანგეთში დარჩენა იდეალური გამოსავალია.
მბაპეს მშობლებს არ სურთ, რომ ეთანი კილიანის ჩრდილქვეშ მოექცეს, მადრიდში კი აუცილებლად ასე მოხდება.
- 28 თებერვალი 2024
- 1 667
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.