Relevo - ალაბამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის სურვილი გამოთქვა
Relevo-ს ინფორმაციით, დავიდ ალაბას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს, რასაც მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტაბი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ავსტრიელი ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი საკმაოდ კარგ ტემპში მიმდინარეობს და იმედის ნაპერწკალიც ჩაისახა, მაგრამ „რეალის“ სამედიცინო შტაბის პროგნოზით, დავიდმა ვარჯიშებზე სრულფასოვანი დატვირთვის მიღება ივლისის დასაწყისამდე არ უნდა დაიწყოს.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება და 14 ივლისს სრულდება. გამოდის, რომ დავიდი ყველაზე კარგ ვარიანტში მაისის ბოლოს უნდა იყოს მზად, ექიმების ვარაუდით კი ეს ყველაფერი დიდ რისკებს შეიცავს.
Relevo-ს ცნობით, სასწაული უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ავსტრიელი ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა კი აღნიშნულს ახლავე გამორიცხავს.
- 27 თებერვალი 2024
- 661
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.