კიკე:„ჩემმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა“
კიკე სანჩეს ფლორესმა ბერნაბეუზე განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სამეფო კლუბზეც ისაუბრა...
„პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით, კარლო ანჩელოტის გუნდი საოცარი ინტენსივობით გამოირჩეოდა. როგორც ჩანს, მადრიდელებს ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება აქვთ.“
„არჩათვლილ გოლზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ჩანაწერი არ მინახავს.“
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ფრესთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გაგვიმართლა და ლუკა მოდრიჩმა გოლის გატანა შეძლო.“
„„სევილია“ სწორ გზაზე დგას. პრობლემების შემდეგ გუნდს თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად აქვს გამოსწორებული, სწორედ ამიტომ, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს.“
- 26 თებერვალი 2024
- 496
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.