ვასკესი:„ვნახოთ, რა მოხდება მბაპესთან დაკავშირებით, სიახლე ბევრია“
ლუკას ვასკესმა „სევილიას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ინტენსიური თამაში გვქონდა, არ ვნებდებოდით და გოლის გატანაც ბევრჯერ ვცადეთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ვფიქრობ, ერთზე მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ფედერიკო ვალვერდე მეტოქის კარის აღებასთან ძალიან ბევრჯერ იყო ახლოს.“
„გუნდი ძალიან კონცენტრირებული და მოტივირებულია. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჩემპიონობისკენ. მთავარი მიზანდასახულობაა.“
„მსაჯებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. არბიტრები ამ დაპირისპირებაში ბევრჯერ გამოჩნდნენ ყურადღების ცენტრში.“
„მბაპე? იზოლირებულეიბ არ ვართ და ჩვენც ვეცნობით ინფორმაციებს, რომელიც პრესაში იწერება. ვნახოთ რა მოხდება, სიახლე ყოვლედღიურად ბევრი ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე ის „პსჟ“-ს ღირსებას იცავს.“
„კროოსი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. პირადად ჩემი აზრით, გერმანელს შეუძლია „რეალს“ არა ერთი, არამედ ორი ან სამი წელი დაეხმაროს. ის შესანიშნავ ფორმაშია.“
„ლუკა მოდრიჩის ყურებით უნდა დავტკბეთ, ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშიც არამხოლოდ ქომაგებს, არამედ თანაგუნდელებსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მოდრიჩის გოლი გადამწყვეტი გამოდგა.“
- 26 თებერვალი 2024
- 515
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.