„მილანს“ ბრაჰიმ დიასის დაბრუნება სურს
იტალიური გამოცემების ცნობით, თუ მადრიდის „რეალი“ მოლაპარაკებაზე წავა, „მილანი“ მზად არის, ბრაჰიმ დიასი დაიბრუნოს.
ამ შემთხვევაში „როსონერის“ ხელმძღვანელობას იჯარა აღარ სურს და მზად არის, ფეხბურთელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატოს.
არსებული ცნობით, თუ „რეალი“ ტაკეფუსა კუბოს დაიმატებს, დიასის გასხვისებაზე შესაძლოა მართლაც იფიქროს, თუმცა „მილანის“ მიერ შემოთავაზებული თანხა „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას ეცოტავება.
„შავ-წითლები“ დიასს მუდმივ სათამაშო დროს პირდებიან. „მილანში“ ასპარეზობის დროს ბრაჰიმი მართლაც შეუცვლელი ფიგურა გახლდათ და შესანიშნავად მოერგო ადგილობრივ ჩემპიონატს.
თავად ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დუფიქსირებია.
- 25 თებერვალი 2024
- 855
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.