ვინ შეცვლის მოდრიჩს „რეალში“ - ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილება!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესის მოდრიჩის წასვლის შემთხვევაში გეგმა შემუშავებული აქვს.
ხორვატი ფეხბურთელი დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ ნახევარმცველში კოლოსალური თანხის გადახდა სწორი ნაბიჯი არ იქნება.
„ბლანკოსი“ მთავარ გუნდში დააწინაურებს ნიკო ფასს, რომელმაც ამ სეზონში რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მადრიდში თვლიან, რომ ნიკო შანსს იმსახურებს და ლუკიტა სწორედ მან უნდა შეცვალოს. გარდა ამის,ა „რეალში“ არაერთი ნახევარმცველი თამაშობს გიულერის, სებალიოსის და სხვების სახით, რომლებიც რესურსს ქმნიან.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „რეალი“ ნახევარდაცვაში სერიოზულ ცვლილებას არ გეგმავს და მოდრიჩის შემცვლელის ვინაობაც გარკვეული აქვს.
- 25 თებერვალი 2024
- 4 296
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.