ვინისიუსს EFE-სგან საუკეთესო იბეროამერიკელის ჯილდო გადაეცა
ვინისიუს ჟუნიორმა მორიგი საპატიო ჯილდო მიიღო. ბრაზილიელი ფეხბურთელი საუკეთესო იბეროამერიკელ მოთამაშედ აღიარეს...
ვინიმ გასულ სეზონში 23 გოლის გატანა მოახერხა და „რეალის“ მიღწეულ ყველა წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
საზეიმო ღონისძიებას ფლორენტინო პერესიც ესწრებოდა, რომელმაც საპატიო ჯილდო ბრაზილიელთან ერთად ჩაიბარა.
ღონისძიების მიწურულს ვინისიუსმა კომენტარი გააკეთა.
„მსურს, ასე გავაგრძელო და თანაგუნდელებთან ერთად ძალიან ბევრი ტიტული მოვიგო. ეს ინდივიდუალური ჯილდოა, თუმცა რომ არა „რეალის“ ფეხბურთელები, მარტო ვერაფერს მივაღწევდი. დიდი შრომა უნდა გავაგრძელო და მაქსიმუმი გავიღო ჩემი საუკეთესო ვერსიის წარმოსაჩენად.“
„ჩემთვის დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მოგება, ვინაიდან აქამდე არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს მიუღია ეს ტიტული. მადრიდის „რეალთან“ ერთად დიდი მიზნები მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება. მე აქ ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო.“
- 22 თებერვალი 2024
- 612
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.