მადრიდისტები ევროპის შესარჩევსა და მეგობრულ შეხვედრებში
მადრიდის "რეალის" წამყვანი ფეხბურთელები ნაკრებებში არიან გამოძახებულნი. 12 ფეხბურთელი გუნდს მომავალი კვირის სამშაბათსა ან ოთხშაბათს შეუერთდებიან და დაიწყებენ მომზადებას "ოსასუნასთან" მატჩისათვის.[b][/b]
პოლონეთი-უკრაინაში გასამართი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკვე დაიწყო. "რეალს" ფეხბურთელები ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებში ჰყავს.
ტიტულის დამცავი ესპანეთის ნაკრები კვლავ შესანიშნავად თამაშობს, მსოფლიოს ახალ ჩემპიონებმა შესარჩევი ციკლი ლიხტენშტეინთან შეხვედრით დაიწყეს 3 სექტემბერს."ფურია როხამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 4-0. 4 დღეში ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები ბუენოს-აირესში, არგენტინის წინააღმდეგ გამართავენ მეგობრულ შეხვედრას. იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ხაბი ალონსო და ალვარო არბელოა კვლავ წამყვანი ფეხბურთელები არიან ესპანეთის ნაკრებში.
"რეალის" ორ ახალშეძენილ გერმანელებმა, მესუთ ოზილმა და სამი ხედირამ გუშინ ბელგია დაამარცხეს 1-0. 7 სექტემბერს ისინი აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
პეპეს და კარვალიოს პორტუგალიამ კრიშტიანუ რონალდუს არ ყოფნაში საკუთარ კედლებში კვიპროსის დამარცხება ვერ შეძლო (4-4). ლასის და ბენზემას საფრანგეთმა კი საერთოდ წააგო ბელარუსთან (0-1). ისინი 7 სექტემბერს ბოსნიას შეხვდებიან.
არგენტინის ახალმა დამრიგებელმა სერხიო ბატისტამ ორი მადრიდისტა, ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი იხმო. ორივე გუნდისათვის ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება, რადგან ჩვენ შევძლებთ მადრიდისტების ხილვას, მოედნის ორივე მხარეზე."Antonio Vespucio Liberti Stadium"-ზე ძალზედ საინტერესოა შეხვედრაა მოსალოდნელი.
მაჰამადუ დიარა შეუერთდება მალის ნაკრებს, რათა 4 სექტემბერს კაპე ვერდეს დაუპირისპირდეს პრაიაში.
ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებმა სერხიო კანალესის მეშვეობით დაამარცხა ჰოლანდია (2-1). ლუის მილას გუნდი 7 სექტემბერს პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 5 სექტემბერი 2010
- 1 372
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.