ვინისიუსი:„მე ტიტულებზე ვფიქრობ და არა მბაპეს ხელფასზე“
ვინისიუს ჟუნიორს კილიან მბაპეს და მადრიდის „რეალის“ ურთიერთობაზე ჰკითხეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რა რეაქცია ექნება ბრაზილიელს, თუ კილიანს მასზე მეტი ხელფასი ექნება...
„„რეალის“ ფეხბურთელები არასდროს ინტერესდებოდნენ ერთმანეთის ხელფასით. ეს არ არის სწორი მიდგომა. მბაპეს ჩემზე მეტი ხელფასი ექნება? ეს არ მაინტერესებს, რადგან ჩემი ინტერესი მხოლოდ დიდი წარმატების მიღწევა და სამეფო კლუბთან ერთად წარმატების მიღწევაა.“
„ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთს მხოლოდ დადებით ემოციებს უზიარებენ. ეს „რეალია“, სადაც არა ფულზე, არამედ ტიტულებზე უნდა ორიენტირდე.“
„მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემი საქმე მაქვს, ტრანსფერებს კი ის ადამიანები მიხედავენ, ვინც ამ კომპეტენციას ფლობს.“
„„რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ვფიქრობ, ნებისმიერი ვარსკვლავი ოცნებობს აქ თამაშზე.“
- 22 თებერვალი 2024
- 3 643
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.