პერესის დავალება - ყველაფერი გააკეთეთ დეივისის შესაძენად!
ფლორენტინო პერესმა ხუნი კალაფატს, ასევე „რეალის“ გენერალურ დირექტორს და სხვა წარმომადგენლებს დაავალა, რომ ყველაფერი გააკეთონ ალფონსო დეივისის შესაძენად...
ფლორენტინო პერესის აზრით, უნდა დასრულდეს დრო, როდესაც „ბლანკოსს“ დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები ექნება. მარსელოს შემდეგ გუნდმა ვერა და ვერ იპოვა ისეთი დონის განაპირა მცველი, რომელიც შეტევაშიც ეფექტური იქნება. ფერლან მენდიმ მოლოდინი ასე თუ ისე გაამართლა, მაგრამ მუდმივმა ტრავმებმა და შეტევაში არანაყოფიერმა თამაშმა პერესი დააფიქრა.
ფლორენტინო მიიჩნევს, რომ ალფონსო სამეფო კლუბში დიდ ეპოქას შექმნის და „რეალმა“ მისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს. არნახული სისწრაფისა და ტექნიკური მონაცმების ხარჯზე ალფონსო ეფექტური უნდა იყოს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევებში.
რობერტო კარლოსისა და მარსელოს შემდეგ „ბლანკოსში“ მარცხენა მცველთან დაკავშირებით სტანდარტი რა თქმა უნდა ძალიან მაღალია.
„რეალი“ კანადელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ალფონსო 2000 წელს არის დაბადებული, შესაბამისად, მასზე მრავალწლიანი გათვლის გაკეთებაც შეიძლება. „რეალი“ ყველაფერს ერთად აჯერებს და ხვდება, რომ ამ ტრანსფერის ჩაშლა არაფრით არ შეიძლება.
- 22 თებერვალი 2024
- 825
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.