შესანიშნავი ეპოქის დასასრული: ფერნანდო მორიენტესი
2010 წლის 31 აგვისტოს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისის ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ საუკეთესო თავდასხმელ ფერნანდო მორიენტესმა. მან გააკეთა თავის საქმე და შეუძლია წავიდეს..
ფერნანდო მორიენტესი ესპანეთის პატარა ქალაქ,-კასერესში დაიბადა. მამამისი პოლიციელად მუშაობდა და ეს აიძულებდა მათ ოჯახს ადგილიდან ადგილზე გადასვლას. ისინი პატარა ქალაქ ტოლედოში დასახლდნენ, სონსეკში, მაშინ ფერნანდო მხოლოდ 5 წლის იყო. ზუსტად აქ შეეხო იგი პირველად ბურთს, იქ, სადაც მისი პირველი გუნდის ბაზა იყო. როგორც თავდ მორიენტესი აცხადებს, გვარდიელის შვილის სტატუსი ბავშვობიდან აიძულებდა მკაცრ დესცეპლინის შენარჩუნებას, ეს დაეხმარა მას ფეხბურთშიც და ცხოვრების სხვა ასპექტებშიც. როგორც ეს ხშირად ხდება, მშობლები თავდაპირველად უარზე იყვნენ და არ ურჩევდნენ შვილს სწავლის გვერძე გადადებას. რომ არა ფეხბურთელობა, იგი ალბათ ოჯახის ტრადიციას გააგრძელებდა და საომარ განათლებას მიიღებდა.
ფერნანდომ იმ დრომდე განაგრძ სამოყვარულო თამაში, სანამ იგი არ შეამჩნიეს "ალბასეტეს" სკაუტებმა. იმ მომენტიდან იგი ფეხბურთს ბევრად სერიოზულად მიუდგა. სხვადასხვა ქალაქებში გადასვლის დიდი გამოცდილების მიუხედავად, ახალ ადგილზე ადაპტაციის გავლა და ცხოვრების რეჟიმის შეცვლა რთულად მიმდინარეობდა. სიტუაციას უშველა ზუსტად იმ დისციპლინამ, რომელიც დანერგა მასში მისმა მშობლებმა. "ალბასეტეში" შედგა ფერნანდოს დებიუტი როგორც პროფესიონალი. ეს მოხდა 1993 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ფეხბურთელი 17 წლის იყო, მატჩში "ალბასეტე"-"ტენერიფე". მორიენტესი მოედანზე შეცვლაზე გამოვიდა, მან ალეხანდრო შეცვალა. იმ დროს გუნდს, რომელმაც არაერთი ვარსკვლავი აღზარდა, სათავეში ბენიტო ფლორო ედგა, რომელიც ხალხს შემდეგი ფრაზით დაამახსოვრდა :"სამწუხაროდ, სახლში ღორი გვყავდა, ჩვენ მას იმდენს ვაჭმევდით, რომ უკვე მალე ვინმე სხვას მიყავდა იგი თავისთან". იმ სეზონში მორიენტესმა მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს იყო უდიდესი გამოცდილება 17 წლის ფეხბურთელისათვის.
1995 წელს შედგა მისი გადასვლა "ალბასეტედან" "სარაგოსაში", სადაც ფორვარდი ორი სეზონის განმავლობაშ ასპარეზობდა. მაშინ გუნდის მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი იყო და მისი ხელმძზღვანელობით მორიენტესი "დაღვინდა" და 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. გუნდმა ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა და სამეფო თასის გათამაშებაში 1/4 ფინალში გამოეთიშა ასპარეზს.
"სარაგოსაში" წარმატებულ გამოსვლამ გაუხსნა მას ნაკრების კარი. მან 21 წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა, რომელთან ერთადაც მიაღწია წარმატებას ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბარსელონაში 1996 წელს გაიმართა. შემდეგ იყო გამოძახება ოლიმპიურ თამაშებზე ატლანტეში. ივან დე ლა პენიასა და რაულთან ერთად ვარსკვლავებისი რანგში, ჩამოყალიბებული იყო შესანიშნავი გუნდი, რომლის შემადგელონლობაშიც გამოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა: მენდიეტა, კარანკა, დანი, ლარდინი, ოსკარი და რობერტო. ესპანელებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მათ მეოთხედფინალში არგენტინასთან 0:4 წააგეს.
1996/97 სეზონის დასრულებისას "სარაგოსა" მწვრთნელ ვიქტორ ფერნანდესმა დატოვა. კლუბი ვერ აჩვენებდა კარგ თამაშს, არ ჰქონდა შედეგები, როგორებსაც მათგან ელოდნენ. მორიენტესმა ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა და ცოტა გააუმჯობესა შარშანდელი მაჩვენებლები. მისმა თამაშმა მოხიბლა საბიო კაპელო და მისი თხოვნით მადრიდულმა კლუბმა შეიძინა "მორო" 1 მილიონ პესეტით.
თავისთვის პირველ მადრიდულ სეზონში მორიენტესმა 12 გოლი გაიტანა 33 მატჩში, მაგრამ "თეთრების" მწვრთნელი მაშინ უკვე იუპი ხაინესი იყო. გერმანელი სპეციალისტი როტაციას მიმართავდა და ცენტრალურ თავდასხმელად ხან ფერნანდო, ხან კი დავონ შუკერი ეყენა, სიღრმიდან კი რომელიმე მათგანს მხარს უჭერდნენ რაული, მიატოვიჩი და სხვა პარტნიორები. პრიმერაში გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გადაიტანა. მადრიდს ერთი მიზანი ჰქონდა : იმ თასის მოგება, რომელიც გუნდს 1966 წლიდან არ მოუგია. ფეხბურთელები სხვანაირად ემზადებოდნენ ლიგის მატჩებისთვის. ფერნანდო იმ გათამაშებაში 4 გოლი გაიტანა, რამოდენიმე მათგანი უმნიშვნელოვანესნი აღმოჩნდნენ, როგორც მაგალითად ის გოლები, რომლებიც მან "ლევერკუზენის ბაიერს" და "დორტმუნდის "ბორუსიას" გაუტანა. ეს ოფლისღვრა ამაო არ აღმოჩნდა. ფინალში "იუვენტუსის" დამარცხებით, თეთრებმა მოიგეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, 1998 წლის 20 მაისი სამუდამოდ დარჩება ფეხბურთელების მეხსიერებაში. მორიენტესი ყოველთვის იძახდა, რომ მან მოიგო არაერთი სხვადასხვა ტურნირი, მაგრამ ის გამარჯვება მისთვის ყველაზე სამახსოვრა იყო. საინტერესოა, რომ რაულიც იგივეს იძახის.
ჯერ კიდევ აქამდე, 1998 წლის 25 მარტს ფერნანდოს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში, ესპანეთი-შვედეთის (4:0) მეგობრულ შეხვედრაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად იყო დაგეგმილი. ფორვარდი მოედანზე სასტარგო შემადგენლობაშ გამოვიდა და ეგრევე 2 გოლი გაიტანა, მეორე და მეექვსე წუთებზე. მაგრამ ამ მუნდიალზე ფერნანდოს, ისევე როგორც მთელ ნაკრებს დიდი იმედგაცრუება ელოდათ,-გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა. შემდგომ სეზონში მორიენტესმა 19 გოლის გატანა მოახერხა, რაულთან ერთად, მათ შექმნეს შესანშნავი შემტევი დუეტი. მაგრამ, კლუბმა ვერ მიაღწია წარმატებას ვერც ერთ ტურნირზე, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო თასს. იმ სეზონში ტოშაკის მოსვლამდე მორიენტესს არ ჰქონდა ბევრი სათამაშო დრო კლუბის ხელმძზღვანელობასთან გაუგებრობის გამო.ბრიტანელმა სპეციალისტმა ახალი ნიჭი აღმოაჩინა თავდასხმელში. 1999/00 სეზონში კლუბმა ყურადღება კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანა, რის გამოც დათმო როგორც თასი, ისევე ჩემპიონატი.ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს ანელკა შეუერთდა და პრესაში უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა ინფორმაციები მორიენტესის მადრიდიდან წასვლის შესახებ. მან 12 გოლი გაიტანა პრიმერაში, მუხედავად იმისა, რომ არ უთამაშა ბევრი მატჩი. ჩემპიონთა ლიგაზე კი "რეალს" მორიგი წარმატება ელოდა. ფერნასტიური მატჩები დასრულდა ფინალით "ვალენსიის" წინააღმდეგ. თამაში მორიენტესის გოლით დაიწყო, რომელმაც მისცა ნება "მადრიდს" მატჩის მსვლელობის გაკონრtოლების, თანდათან ანგარიშის გაზრდით. თავისი გოლი ფეხბურთელმა ფერნანდო იეროს მიუძღვნა, რომელიც ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე უწინასწარმეტყველებდა მას გოლს.
2002/03 სეზონში ფერნანდომ ნაციონალურ ჩემპიონატში მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2003 წლის ზაფხულს "ბლანკოსი" მას ერთწლიან იჯარით უშვებს "მონაკოში". ახალ გუნდში ფორვარდი მალევე გახდა ლიდერი. მორიენტესმა გამართა უამრავი შეხვედრა და გაიტანა არაერთი გოლი, მათ შორის "რეალსაც" ჩემპიონთა ლიგაზე. იგი ამ გუნდთან ერთად ფინალამდეც მივიდა იმ წელს, მაგრამ დამარცხდა "პორტუსთან". ამასთან ერთად იმ წლის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ზუსტად მორიენტესი ხდება. იგი კვლავ გამოთქვამდე "მადრიდში" დაბრუნების სურვილს. მაგრამ აქედან კარგი არაფერი მომხდარა და 2004 წელს "მორო" "ლივერპულში" გადადის. რამოდენიმე ხნის შემდგომ იგი კვლავ ესპანეთში ბრუნდება, მაგრამ უკვე "ვალენსიის" ფეხბურთელის რანგში. იქ იგი დროს ტყუილად არ კარგავდა და შეასრულა ჰეტ-ტრიკი ჩემპიონთა ლიგის პირველივე შეხვედრაში, გასვლაზე "ოლიმპიაკოსთან", ასევე მან გაიტანა სამი გოლი პრიმერას პირველ სამ შეხვედრაშ. მან მოიგო "მადრიდისთვის" მიუღწეველი სამეფო თასი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე მორიენტესს იმედი ჰქონდა ნაკრებში გამოძახების, ევრო 2000-ზე, მაგრამ კამაჩომ გადაწყვიტა, რომ ურსაისისა და ალფონსოს ყოფნა საკმარისი იქნებოდა და ფეხბურთელი არ გამოიძახა.
2000/01 სეზონის დაწყების წინ გუნდში პრეზიდენტი შეიცვალა, ახალ პოსტზე მოვიდა-ფლორენტინო პერესი, რის შემდეგაც დაიწყო "გალაქტიკოსის" ეპოქა. ხმამაღალ ტრანსფერებმა იმატეს. პერესს ყველაზე მეტად სურდა პრიმერის მოგება და მან ეს შეძლო. მომავალ წელს გუნდმა კვლავ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ზაფხულში კი გუნდშ ბრაზილიელი რონალდო მოვიდა. მას შემდეგ მორიენტესის სიტუაცია შეიცვალა.
პირველი გოლი
"ჩემი პირველი გოლი მე "ალბასეტეში" ასპარეზობის მეორე სეზონში გავიტანე. ეს იყო მატჩში "რასინგის" წინააღმდეგ "კარლოს ბელიონტეს" სტადიონზე, 1994 წლის 23 ოქტომბერს, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა-2:0
პირველი მატჩი "რეალის" რიგებში
ჩემი პირველი მატჩი "რეალში" "სალამანკას" წინააღმდეგ შედგა. ჩვენ იქ ჩავედით მას შემდეგ რაც სახლში ფრე ვითამაშეთ "ატლეტიკოსთან". იმ შეხვედრაში ორი გოლი გავიტანე, უკეთეს დებიუტს ვერც წარმოვიდგენდი. მეორე ტაიმში ხეინესმა ხაიმეზე შემცვალა
ყველაზე ცუდი მატჩი
ყველაზე დიდი იმედგაცრუება დაკავშირებულია 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან. მატჩი ბულგარელებთან, რომელიც 6 : 1 მოვიგეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჯგუფიდან გასვლისთვის. ნამდვილი იმედგაცრუება. პარადოქსი : ჩვენ მოვიგეთ 6 : 1, იმედგაცრუება კი ყველაზე დიდი აღმოჩნდა
საუკეთესო გოლი
ყოველთვის დადებითად ვიხსენებ გოლს "ვალენსიის" წინააღმდეგ, ლიგის ფინალში. ეს იყო პირველი, ჩვენს მიერ გატანილ სამი გოლიდან. მე გავიტანე, მაგრამ ამაში დიდი წვლილი მიჩელ სალგადომ შეიტანა, მას მე ყოველთვის გავიხსენებ. შესაძლოა ეს არ იყო ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი მომენტი, მაგრამ ის რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო-ეს უეჭველია!
კითხვა
ყოველთვის უპირატესობას დეტექტივებსა და თავგადასავლებს ვანიჭებდი. საყვარელი წიგნი-სერვანტესის "დონ კიხოტი". ეს საუკეთესო წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს
სპორტი
ფეხბურთის გარდა, ძალიან მიყვარს ველორბოლა და მსუბუქი ატლეტიკა
2009 წელს მორიენტესი თავისუფალი აგენტის რანგში გ ადავიდა ფრანგულ "მარსელში", სადაც ერთი სეზონი გამართა და გადაწყვიტა კარიერის დასრულება, მას სურს მიხედოს ოჯახს. 2010 წლის 31 აგვისტოს ფეხბურთელმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ჩემგან შემიძლია დავამატო, რომ ჩემთვის ყველაზე სამახსოვროა პრიმერას მატჩი "ლას-პალმარასის" წინააღმდეგ, რომელშიც მორომ პენტა-ტრიკი შეასრულა და ვერ გაიტანა პენალი. და, რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ვა;ენსიის" წინააღმდეგ. ნეგატიურ მომენტად მახსენდება უსამართლოდ არ ჩათვლილი გოლები სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში.
ეს იყო შესანიშნავი ფორვარდი, რომელსაც საკუთარი სათამაშო სტილი ჰქონდა. მისი დუეტი რაულთან კი, უეჭველად საუკეთესო იყო უკანასკნელი წლების მანძილზე. მადლობა ყველაფრისთვის, ნანდო!
- 4 სექტემბერი 2010
- 6 918
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.